მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, მილიაედნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან 1 ადგილობრივი ინფექციაა, რომელიც გუანდუნის პროვინციაში დაფიქსირდა. დანარჩენი კი იმპორტირებულია.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსის 19 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

წყარო: itv.ge