კომპანია Bumble-მა გადაღლილი თანამშრომლების მდგომარეობა გაითვალისწინა და სტრესის შესამცირებლად მუშაობა ერთი კვირით შეაჩერა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სამუშაო ადგილზე სტრესთან ბრძოლის მიზნით, კომპნია დროებით ყველა ოფისს დაკეტავს. Bumble-მა მსოფლიო მასშტაბით კომპანიის 700- თანამშრომლებს უთხრა, რომ ერთკვირიანი შესვენება საკუთარ თავზე ფოკუსირებისთვის უნდა გამოიყენონ.
Bumble-ი გასაცნობი აპლიკაციაა, სადაც პირველ ნაბიჯს ქალები დგამენ.
აპლიკაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლები განაგრძობენ საქმიანობას, თუმცა მოგვიანებით ერთკვირიან შესვენებას ისინიც მიიღებენ.
2021 წელი Bumble-ისთვის დატვირთული აღმოჩნდა, რადგან კომპანია საფონდო ბირჟაზე გავიდა.
წყარო: ptn.ge