ვნიშნავ თანამდებობაზე ადამიანებს და პასუხისმგებელი ვარ, რომ კორუფციაში არ მონაწილეობენ – ვახტანგ გომელაური.
„ძველი გამოცდილი თანამშრომელია, დიდი ხანია მუშაობს, დიდ პატივს ვცემ და ჩვენს რიგებშია. გამოცდილია, პატიოსანია და თანამდებობაზე გუშინ არ დანიშნულა“ – ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ოპოზიციის ბრალდებას, რომ დასავლეთ საქართველოში გენინსპექციის ხელმძღვანელად კორუფციის ბრალდებით სუსიდან გათავისუფლებული პირი დაინიშნა.
– “ეს ადამიანი, ვისზეცაა საუბარი გამოცდილი, კარგი ადამიანია. ვერ დავეთანხმები, რომ ის სუსიდან კორუფციისთვის იყო გათავისუფლებული. ესაა ოპოზიციის აზრი.
მათ რომ ჰკითხოთ, ვინც კარგია და კარგად მუშაობს, ყველა უნდა გაუშვათ და ვინ უნდა მოვიყვანოთ არ ვიცი.
მე ვარ ხელმძღვანელი, მე ვნიშნავ, ვარ პასუხისმგებელი ამ ადამიანებზე და არანაირ კორუფციაში მონაწილეობას არ იღებენ“ – განაცხადა მინისტრმა.
წყარო: newposts.ge