საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის – სალომე ზურაბიშვილი

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის და ამ ისტორიულ ურთიერთობებს საფრთხეს ვერავინ შეუქმნის – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა შეაჯამა კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრები და განაცხადა, რომ ამ ურთიერთობებში ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ დეოკუპაციის პროცესის პარალელურად, ორივე ქვეყანა, რაც შეიძლება, მოკლე ვადაში გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

– “ჩვენ ახალი ფურცლიდან დავიწყეთ ეს ურთიერთობები, რომელიც შესული იყო რაღაც გაუგებრობაში და არა ჩიხში, როგორც აღმოჩნდა. საჭირო იყო ბევრი რამის გარკვევა და ვუბრუნდებით იმას, რაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობების ნორმა და გვემუშავა იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი ქვეყნებს აუცილებელი მიმართულება, იქიდან გამომდინარე თუ რამდენი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაწყებული ოკუპაციიდან“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

წყარო: ptn.ge