GWP – თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“24 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის 51ა – თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 24 ივნისს 23:30 საათიდან 25 ივნისის, დილის 06:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ნუცუბიძის ქ. N 1- 47 (კენტებს), N 2-32 (ლუწებს), ონიაშვილის N 61-87 (კენტებს), N 64-80 (ლუწებს), ბუდაპეშტის N 13-30, ლვოვის N 81-დან ბოლომდე, ისაკაძის N 79-დან ბოლომდე, ბუდაპეშტის I შესახვევს, მეგრელაძის, დელისის ყველა ქუჩას, ზალდასტანიშვილების, ვ.ჩიქოვანის და ნადარეიშვილის ქუჩებს” – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: itv.ge