ბოიკოტი ახლა უკვე მოსაფიქრებელი თემაა – როდესაც ვეუბნებოდი, ნუ შეხვალთ, მოითმინეთ, არ დაგვიჯერეს და შევარდნენ – ამის შესახებ პარტიის “კანონი და სამართალის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემში განაცხადა.
მისივე თქმით, ის მამუკა ხაზარაძეს სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით ბოლომდე გვერდით დაუდგება.
– “მე პირველმა ვთქვი თქვენს გადაცემაში პარლამენტს შესასვლელი კარებიც აქვს და გამოსასვლელიც – მეთქი. მათთან ერთად ვიქნები ბოლომდე სასამართლოს თემის გამო, მაგრამ შენიშვნა რომ არ მივცე ხელმომწერ პარტიებს, გამორიცხული ამბავია. ანუ, მიხვედით ხომ იმ დასკვნამდე, რასაც მე ვამბობდი, ნაადრევი იყო შესვლა და რომ ოლიგარქიულ მმართველობას არ აინტერესებს არც შარლ მიშელის დოკუმენტი და არავის დოკუმენტი. რომელი ქვეყანა იქცევა ხოლმე ასე, არაფერი რომ არ აინტერესებს – რუსეთი. ესენიც ასე იქცევიან, რადგან არიან რუსეთის მსახურნი. ანუ თამარ ჩარკვიანის პროგნოზი აღმოჩნდა მართალი – “ცოტა მოგვეთმინა“.
ბოიკოტი მოსაფიქრებელია და მათი სურვილების მიხედვით არ დავდივარ. ახლა უკვე მოსაფიქრებელი თემაა. როდესაც ვეუბნებოდი, არამხოლოდ მე არამედ „ნაციონალური მოძრაობაც“, ნუ შეხვალთ, მოითმინეთ და ჩვენ მეტს წამოვიღებთ მეტს ბოიკოტით, ნუ დაუკარგავთ აზრს ბოიკოტს, მაშინ არ დაგვიჯერეს და შევარდნენ“ – განაცხადა ჩარკვიანმა.
წყარო: itv.ge