ბესო ზანგურისთვის 2021 საკმაოდ მძიმედ დაიწყო. მისმა ყოფილა მეუღლემ ნინუცა მაყაშვილმა იგი ცოტა ხნის წინ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის გამო მსახიობი რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოხსნეს. გუშინ კი ზანგურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბინა დაკარგა.
“დასრულდა და აღსრულდა სამართალი, ისევე როგორც ბევრს დაემართა ამ ქვეყანაში. დიახ, მეგობრებო დავკარგე ყველაფერი… მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ, ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს, დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უსახლკაროდ!!!”, – დაწერა მსახიობმა.
მსახიობი ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში წერდა, რომ აგარაკი კერძო იპოთეკართან ჰქონდა ჩადებული. ფული კი იმიტომ დასჭირდა, რომ დედას მძიმე ავადმყოფობის გადატანის შემდეგ რეაბილიტაცია გაევლო.
მსახიობს იმედი ჰქონდა, რომ აგარაკს ან დაიხსნიდა, ან თავად გაყიდდა და ამით ვალების გადახდას შეძლებდა, მორჩენი თანხით კი რაღაცის შეძენას მაინც მოახერხებდა. როგორც ჩანს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მან უძრავი ქონების გადარჩენა ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ბესო ზანგურმა ბინა შარშანწინაც დაკარგა, ოღონდ თბილისში. შესაბამისად, იგი მართლაც უსახლკაროდ დარჩა. ამჟამად მსახიობი დედასთან, მეოთხე ცოლთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.
“რეზონანსი”