ისრაელში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება

ისრაელში Covid-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.

ისრაელში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 169 ადამიანს გამოუვლინდა, რაც თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება, თუ ხელისუფლება საზღვრებს სრულად არ ჩაკეტავს, ეს კი ნაკლებადაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ ისრაელში მოქალაქეთა უმეტესობა უკვე აცრილია. დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ისრაელში 15 ივნისს გაუქმდა.

წყარო: ptn.ge