ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:
თუ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივას ფაქტობრივად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციიის შესახებ და ერთობლივი სამიტის გამართვას, –
ამაში კარგი და სასიხარულო,
ან საქართველოსთვის სასარგებლო რა არის?!
ომი მოგწყურდათ?!
და საფრანგეთისა და გერმანიის გარეშე ევროკავშირის ქვეყნები რაიმე ძალას წარმოადგენს?!
ეს ვინ?!
პროვოკატორი პოლონეთი?!
ტურებივით, სხვისზურგსუკნიდან მათამაშე ბალტიისპირელები? თუ ვინ?! ?
სასაცილოა!
ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ კარგად:
არსად გავრბივარ და არც აქტიურობას შევამცირებ-
ადრე თუ გვიან, ქართველთა გონებრივი განგრენა გაირღვევა,
თუ არ გაირღვევა, – თავად ნახავთ, რა ბედიც გელით!
რასაც ევროკავშირი აკეთებს, –
ეს უკვე გონიერება არ არის!
გასაგებია – მიდის სრულმასშტაბიანი პროვოცირება,
როგორმე მოხდეს ძალოვანი დაპირისპირება!
ბრიტანელებმა
(სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს დავწერე)
აღადგინეს კავშირი თურქებთან და განაახლეს
”დიდი თამაში”, – რა გამოუვა ამ აჩრდილს საკუთარი წარსულისა, თავად ნახავთ! ამ კავშირმა გააგულადა თურქები! მასაც ილუზიები ახრჩობს! თავად ნახავთ!
ბრიტანელებს პროვოკაციების მეტი არაფერი შეუძლიათ!
აი, გამოტვინებულ ქართველებს ომი რაში აწყობთ,
რა უხარიათ, – ვერაფერი გამიგია!
რუსები დამარცხდებიან და ჩვენ ვიზეიმებთ და ”იბერია გაბრწყინდება?”
ომის როგორ დამთავრდება, – ამას საქართველოსთვის არავითარი მნიშვნელობა ექნება –
ქართველები მთავრდებიან თავიანთ ქვეყანაში,
რადგან
მათი გონებადაკარგულობა უკვე ყველა საზღვარს გასცდა!