ვინ დაგვიბედა და ჩაგვიწერა კონსტიტუციაში ეს დეიდა “ნატო”, თავისი ლიბერალურ-ცისარტყელური ღირებულებებით – გოგი ლორთქიფანიძე

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ერთი შემახსენეთ თუ რატომ მიეკუთვნება საქართველოს ყველა ხელისუფლება (ზვიადიდან და შევარდნაძიდან დღემდე) და თბილისის ფოე-ფოე საზოგადოების დიდი ნაწილი ე.წ. “მედასავლეთეებს” (“ნაცები” რატომ არიან ეგ გასაგებია – მაგათ თავის უბედურება ყოფნით).

ვინ დაგვიბედა და ჩაგვიწერა კონსტიტუციაში ეს დეიდა “ნატო” თავისი ლიბერალურ-ცისარტყელური ღირებულებებით (ნეტავ, კომპიუტერებისა და მანქანების გაკეთებაში მაინც ვგავდეთ)?? Я хочу увидеть этого человека!
განსაკუთრებით სასაცილო კი ისაა, რომ ყველა ეგ ჩვენი ძალად “მედასავლეთე” ჯგუფი ვერ იტანს ერთურთს და უპირისპირდება ერთმანეთს ყველაფერში საგარეო პოლიტიკის გარდა. Смех и грех.
გ.ლ.