როგორც გახარია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი მისი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა

ესპრემიერი გიორგი გახარია “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში პასუხობს კითხვას, რატომ დაურეკა მან გადადგომამდე “ქართული ოცნების” ყოფილ ლიდრს, ბიძინა ივანიშვილის.

როგორც გახარია აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი მისი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა და მას სწორედ, ამ საკითხის გასარკვევად დაურეკა.

– “მე მეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამოდენიმე მინისტრს მართვდა, რაღაც გარკვეულ დავალებებს აძლევდა, ამის გასარკვევად ვრეკავდი და მეტი არაფერი” – განაცხადა გახარიამ.

წყარო: newposts.ge