საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაცია დღესაც მის მიერ შემოტანილი ვაქცინით ტარდება.
– “დღეს იცით რა ვაქცინებია დარჩენილი და რა ვაქცინით იცრება ხალხი? – აი, მე რომ მოველაპარაკე და დავაკონტრაქტე, ჯერ კიდევ ის ვაქცინებია. იმ ვაქციებით იცრება ხალხი, ახალი არაფერი შემოსულა. ეს გავაკეთე და უფრო მეტს გავაკეთებდი” – თქვა ექსპრემიერმა.
წყარო: newposts.ge