ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
“შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე ცენტრალიზებულად თბილისში დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.
ამავდროულად ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები, რომელიც აისახა სხვადასხვა კლინიკისადმი, სხვადასხვა სანდოობით, და ასევე მობილობით რეგიონებში და დედაქალაქში. ამან ჩვენ მოგვცა დამატებით იმის მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დედაქალაქში გაიზარდოს ვაქცინაციის მოცულობა, რისთვისაც ჩვენ ასევე ვართ მზად,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
“რუსთავი2”