– “ჩემი დაკვირვებით, დღევანდელი მონაცემებით, იმ სიტუაციაში, რასაც ახლა ოპოზიციაში ვხედავ, ვფიქრობ, კახა კალაძე მოიგებს” – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
– “თუ ამ კვლევას დავაკვირდებით, ჩანს, რომ დაკლებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი და მის ადგილზე გაჩნდა ახალი მოთამაშე, ისევ „ქართული ოცნების“ წარსულით. მე არ ვიცი საბოლოოდ, რამდენად ექნება არჩევნებზე 13%, მოლოდინი ნაკლები მაქვს, თუმცა ახლა ეს შედეგი წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს გახარიას გუნდისთვის“ – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას მიმართ დადებითადაა განწყობილი, გამოკითხულთა 50%-ს კი თბილისის მერის, კახა კალაძის მიმართ დადებითი განწყობა აქვს; 47%-ს პოზიტიური განწყობა აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ.
წყარო: report.ge