დღეიდან სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო გზავნილების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან სასურსათო, სააფთიაქო, საფოსტო გზავნილების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გუშინ გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღო.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე ბუნებრივია საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადებაზერც იმსჯელეს.

თუმცა, გახარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ არის და როცა ამის აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულებისკენ.