მომაგონდა ჩემს ბავშვობაში ბრეჟნევის დროს ჩატარებული ყრილობა და უხერხულია – თაკო ჩარკვიანი

– “თქვენ თუ კიდევ ათი წელი დარჩით ამ სტაგნაციით ბატონებო, რასაც თქვენ სტაბილურობასა და მოძრაობას ეძახით, საქართველო დაიღუპება“ – ასე მიმართა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარამენტში შეკრებილ უმრავლესობას.

როგორც თაკო ჩარვკიანი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მოსმენამ ბრეჟნევისდროინდელი ყრილობა გაახსენა.

„სიკვდილის პირას არის მისული ხალხი. არ ვიცი, რომელ ქვეყანაზე, რა პენსიებზე საუბრობთ. აფთიაქში ვერ შედის ადამიანი. ულუფა არის აბსოლუტურად სასიკვდილოდ გამეტება ადამიანის, ვგულისხმობ „წამლის ულუფას“. წარმოუდგენელი რამ ხდება.

ხალხს სჭირდება საკუთარი სამსახურები, საკუთარი თქვენ მიერ დასახელებული, ოღონდ გამოუძიებელი მილიონები. გახსოვთ თქვენ ქუმსიშვილთან და კვირიკაშვილთან ნახსენები 700 მლნ, რომელიც არ ვიცით, გამოიძიეთ?! ჩვენ არ გვინახავს. ანაკლიის პორტი, რომელსაც არაფრით მოვეშვები, რადგან სასიცოცხლოდ, პატრიოტულად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დღესდღეობით დანგრეულია. ამისთვის უნდა გაგაჩეროთ კიდევ ათი წელი?! რომ შიმშილსა და აუცრელობაში ამყოფოთ ქვეყანა?! მომიტევეთ, საათების კოლექციას ვუყუროთ?!

ვფიქრობ, ერთი მიზეზიც იყო საკმარისი თქვენი ხელისუფლების წასვლისა, დანარჩენი, ბატონებო, რასაც მე აქ ვისმენ, ეხებათ განსაკუთრებით მლიქვნელებს. მომაგონდა ჩემს ბავშვობაში ბრეჟნევის დროს ჩატარებული ყრილობა და უხერხულია. მართლა შევიკრიბოთ საქმისთვის, გამოვასწოროთ ქვეყანა“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ორი დღეა პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

წყარო: itv.ge