იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეიდან იტალიაში გარე სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. თუმცა, შიდა სივრცეებში მოსახლეობას კვლავ მოუწევს პირბადის გამოყენება.
ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო მიიღო.
ასევე, აპრილის შემდეგ ქვეყანაში გახსნილია რესტორნები, ბარები, კინო-თეატრები და სპორტული დარბაზებები.
არსებული მონაცემებით, იტალიის მოსახლეობის 26%-ი სრულად არის ვაქცინირებული. 52%ს კი ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.
წყარო: itv.ge