ფოთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ფოთში, ცენტრალური გზის მეშვიდე კილომეტრზე ბენზინგასამართი სადგური „გალფი“ დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი სათამაშო იარაღით იყო შეიარაღებული და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით გალფის თანამშრომლებს თანხა გამოსტაცეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით.

წყარო: newposts.ge