ისრაელს, შესაძლოა, კოვიდის მილიონამდე ვაქცინის განადგურება მოუწიოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თუ ორ კვირაში მყიდველი არ გამოჩნდება, გამოყენების ვადის გასვლის გამო, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 800 ათასი ვაქცინის განადგურება მოუწევს.
Pfizer-BioNtech-ის ვაქცინები, რომელთა გამოყენების ვადა ივლისის ბოლოს იწურება, ასეულ მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.
ცნობისთვის, ისრაელში 5,5 მილიონამდე მოქალაქეს ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.
წყარო: itv.ge