საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჯანდაცვის მინისტრთან და კარლ ჰარცლეთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
– “დღეს იყო ერთგვარი შეჯამება, პირველი შეხვედრაც დაახლოებით ამ ფრომატში იყო. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი და კარლ ჰარცელი. შეფასდა განვლილი პერიოდი მას შემდეგ რაც მეუფე იაკობი დაინიშნა იქ.
გამოთქვეს კმაყოფილება, თუ როგორ მიდის იქ პროცესები. ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, რომ ბავშვები უპირველესად დაბრუნდნე ოჯახებში და თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში. მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში. ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციამ გამოთქვა. ეს უნდა იყოს საერთაშორისო მოთხოვნების დონის მცირე ტიპის ბავშვთა სახლები“ – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში ჯანდაცვის მინსტრს, კარლ ჰარცელსა და საპატრიარქოს წარმომადგენელს შორის შეხვედრა გაიმართა.
წყარო: itv.ge