სად მიდის თამარ ჟვანია?

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცოტა ხნის წინ სოცალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი თანამდებობას ტოვებს.

ჟვანია აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის.

 

ამასთან, როგორ მან პოსტში დაწერა, იგი პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე სახელმწიფო უწყებაში თანამდებობის დაკავებას არ გეგმავს.

 

ჟვანიამ აღნიშნა, ისიც რომ ის სამომავლო საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.

 

„მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო! ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას“, – წერს თამარ ჟვანია.