აფხაზეთის ომის ვეტერანი, კაკო სვანიძე, სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ყველაზე დიდი გამარჯვება , “დიდგორი” ამ ქვეყანაში არჩევნებია.
არჩევნებიდან-არჩევნებამდე , მხოლოდ ამ დევიზითა , და იდეით ვცხოვრობთ . ხდება ერის სრული მობილიზაცია , საომარი სრული მზადყოფნა, აი ჩვენი მთავარი მიღწევა და გამარჯვება , დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში .
ერთმანეთის დასამარცხებლად მუდმივი მზადყოფნა , საოცარი სულისკვეთებითა და ჟინით. ადრე თუ ვიწრო ფეოდალურ ინტერესებს ეწირებოდა საქართველოს ერთიანობა , და ფეოდალურ სამთავროებს გარე მტრები უჭერდნენ მხარს , ეხლა ვიწროპარტიულ , თუ პირად ამბიციებს ,უცხო ქვეყნებიდან მხარდაჭირილ პარტიების ,,ორთაბრძოლებს “ გადააყოლეს ქვეყანა . დაშლილი დაქუცმაცაებული ქვეყანა ყოველთვის ადვილი სამართავია უცხო ქვეყნებისთვის , და წარმატებით აკეთებენ და იყენებენ თანამედროვე ,,ფეოდალებს “ პარტიებსა, და პარტიულ ბოსებს .
მთავარი არსი და მიზანი ჩვენი, არჩევნები გახდა , და ვერც კი ვხდებით როგორი მანიპულირება მიდის ჩვენი აზროვნების და მთლიანად ჩვენი . მხოლოდ ერთადერთი რამისთვის , არჩევნებისთვის … არჩევნებიდან-არჩევნებამდე . თუნდაც უახლესი ერთი წლის მანძილზე ორი შემოგდებული თემა : გარეჯი და ნამოხვანი ,რომლითაც აჟიტირებული იყო მთელი ქვეყანა აღარც გვახსოვს . ))) თვითონ გაიხსენეთ თემები თვლაც აგერევათ .
ისევ ჩაირთო საარჩევნო მარათონი ჯერ კიდე არ დამთავრებული , და ასე ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე , და ვატყობ შემდგომი ორი წელიც არჩევნების ლეგიტიმაციასა და შესვლა არ შესვლას თუ ვადამდელს მოხმარდება ))
არჩევნებიდან-არჩევნენამდე