ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და მას აფერისტის სახელით არ უნდა იცნობდნენ.
ჩემი აზრით, ცესკო-ს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა იცნობდნენ აფერისტის სახელით – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე.
„მის დანახვაზე, ყველას თავიდანვე არ უნდა ახსენდებოდეს, რომ „ეს ხომ ნამდვილად მოგვატყუებს“ – აი, ასეთი არ უნდა იყოს. დანარჩენი, წინასწარ არანაირი განწყობა არ მაქვს“ – აცხადებს ხვიჩია.
რაც შეეხება თამარ ჟვანიას, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხვიაჩიას მოსაზრებით, აღნიშნული პოსტი ჟვანიას სავარაუდოდ, იძულებით არ დაუტოვებია.
– “მე მგონი, „აიძულა“ არ იქნება ის სიტყვა, რომელზეც შემიძლია თავი დავდო, მაგრამ ვფქირობ, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ და თამარ ჟვანიას ერთობლივი შეთანხმებებული, სწორი გადაწყვეტილება“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.
წყარო: newposts.ge