ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები უნდა ეწვიონ ვებგვერდს – booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 15 22. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოში 2 ივლისს შემოვიდა. მათგან 500 000 დოზა „სინოფარმია“, 500 000 დოზა კი, „სინოვაკი“.
– “ორი კვირა იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა, შემდეგ გაიხსნება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ „სინოფარმით“, შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
წყარო: newposts.ge