ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის „დელტა” შტამი საშიშია და ის მუტაციას განაგრძობს.
“დელტას“ ვარიანტი საშიშია და განაგრძობს განვითარებასა და მუტაციას, რაც მოითხოვს მუდმივ შეფასებასა და საზოგადოების ჯანდაცვის სისტემის რეაგირების ფრთხილ კორექტირებას“ – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი სწრაფად ვრცელდება და მალე შესაძლოა, საავადმყოფოები გადაიცვსოს.
– “იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია წარმატებით არ მიმდინარეობს, საავადმყოფოების გადავსების სცენები ისევ ნორმად იქცევა” – წერს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
წყარო: itv.ge