საქართველოს უბედურება მარტო ის კი არაა, რომ 2004-11 წლებში აქ გველეშაპივით დამკვიდრდა საზიზღარი “ნაცისტურ-მიშისტური” რეჟიმი, რომლის დროსაც ნებისმიერ “ნაცპარტიულ” აქტივისტს – მატარებლის გამყოლიდან უნივერსიტეტის რექტორამდე – შენი გათელვა შეეძლო (მორალურადაც და ფიზიკურადაც),
არამედ ისიც, რომ ასეთი რეჟიმი ჩვენში ვერ იბოგინებდა, მისი წარმოშობის წინმსწრები პირობები გაცილებით ადრე რომ არ შექმნილიყო: მთელი ეს ქურდული “სიამაყე”, ძველბიჭური “მორალი”, დაუსჯელი დემაგოგობის ნიჭი, ინტელექტუალური ფუქსავატობა, ფულის სუნზე გაგიჟება, სიყალბე ყველგან და ყველაფერში, ბუნებრივი ნეპოტიზმი, კლიენტელობა (რასაც რუსები “круговая порука”-ს ეძახიან), უსაზღვრო ეგოცენტრიზმი – აი, ყოველივე ამან მიგვიყვანა ეროვნულ ტრაგედიამდე.
გაწი-გამოწი, წარსულის ანალიზისას ჯერ 1991-2003 წლებში ჩვენს მიერ გამოჩენილ აშკარა მამაძაღლობებამდე მივალთ, მერე კი 1989-91 წლების “ეროვნულ ვაჟკაცობებამდე” (საბჭოთა ხანა კიდევ ცალკე)… და რადგან ამ მოვლენებს ოფიციალური და პირუთვნელი შეფასება დღემდე არ მიეცა (ან ვინ მისცემდა?), ამიტომ “მიშისტების” ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ჩემთვის სრულიად გასაგებია – “კარმუშკიდან” შორს ისედაც არასოდეს წასულან.
გ.ლ.
P.S. გამონაკლისი ყოველთვის იყო, მაგრამ საერთო კატასტროფულ სურათს ვერ ცვლიდა.
გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი