საქართველოს ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი გერმანული ავიაკომპანია შემოვიდა. Eurowings-მა დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირველ პირდაპირი რეისი დღეს 13 საათსა და 40 წუთზე შეასრულა.
დღეიდან ავიაკომპანია, დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით ფრენებს ყოველ კვირა დღეს შეასრულებს. 21 ივლისიდან კი AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდი ყოველ ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება მგზავრებს.
გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ცერემონიალით დახვდნენ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალში, ეკონომიკის მინისტრი, მისი მოადგილე, გერმანიის ელჩი საქართველოში, გერმანული ავიაკომპანიის და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წყარო: ptn.ge