გერმანია გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

გერმანია რუსეთის, პორტუგალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის.

გერმანია რუსეთის, პორტუგალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნები აღარ წარმოადგენს კორონავირუსის ვარიანტების გავრცელების მხრივ საფრთხეს.

ამგვარად, ეს ქვეყნები ახლა მიიჩნევა „კოვიდ-19“-ის ფართო გავრცელების რეგიონებად, რაც ნიშნავს, რომ მათ მოქალაქეებს შეუძლიათ გერმანიაში ჩასვლა, თუმცა 10-დღიანი კარანტინის გავლის პირობით; კარანტინის ვადა შესაძლებელია, შემცირდეს ხუთ დღემდე, კორონავირუსის ნეგატიური ტესტის შემთხვევაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება 7 ივლისიდან შედის ძალაში.

წყარო: ptn.ge