ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დასრულდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დასრულდება. ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე რვა განაცხადია შესული, წევრობის სურვილი კი 16 ადამიანს აქვს.
საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს თითო ვაკანტურ პოსტზე, მინიმუმ, ორი და მაქსიმუმ, სამი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის რეკომენდაციას დაეთანხმება, კანდიდატებს პარლამენტში წარადგენს, თუმცა შესაძლებელია, კომისიამ რეკომენდაცია არც ერთ კანდიდატს არ მისცეს და კონკურსი ხელახლა გამოცხადდეს. შეთავაზებულ კანდიდატებზე უარის თქმის უფლება აქვს პრეზიდენტსაც.
გასაუბრებაზე უკვე იმყოფებოდა თავმჯდომარეობის 7 და წევრობის 7 კანდიდატი. მათ შორის იყო ანა მიქელაძე, რომელმაც ცესკოს პრესსპიკერის პოსტიდან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა.
წყარო: ptn.ge