საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს
ნიკა მელია არის პროვოკატორი!
საპატრიარქომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელი არ მოაწერაო!
ნიკა მელია იდიოტი არ არის, – პროვოკატორია!
როგორ მოაწერდა საპატრიარქო ხელს დამოუკიდებლობის აქტს, როცა ამ აქტის მიღება უზენაეს საბჭოში გამოცხადდა და მას ხელს აწერენ უზენაესი საბჭოს წევრები?!
ეს იყო მელიას სიურპრიზი?!
პატრიარქის ირიბად დადანაშაულება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარს არ უჭერდა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი არ მოაწერა?!
არ ვიცი, მელიები იწვრთნებიან თუ არა, ეს ნიკა მელია კი კარგად გაუწვრთნიათ სპეცსამსახურებს!