თალიბებმა მოსკოვში შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ავღანეთის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნებზე თავდასასხმელად.
თავად ის ფაქტი, რომ ისინი მოსკოვში არიან, ბევრ რამეზე მიუთითებს. რუსებისთვის დიდი საფრთხეა შუა აზიის სახელმწიფოების დესტაბილიზაცია, რაც მილიონობით ლტოლვილს მიმართავს რუსეთისკენ (ეს არის სწორედ მიზანი!).
თალიბები აკონტროლებენ ქვეყნის თითქმის 90%-ს(როგორც მათ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს მოსკოვში). მაგრამ მოსურნე არიან, რომ ყველა მოქალაქე ჩაერთოს ქვეყნის მართვასა და ცხოვრებაში!
არის ერთი მომენტი:
თურქეთმა განაცხადა (როგორც ევრონიუსიდან გავიგე, აშშ-ს ზემოქმედებით), რომ მზადაა დაიცვას ქაბულის აეროპორტი, რაც ვფიქრობ, სრულიად უადგილოა და დაძაბულობის მეტს არაფერს გამოიწვევს! თურქებს არავინ აპარპაშებს ავღანეთში!
მეორე ის, რომ აშშ ავღანეთის სანაცვლოდ, ცდილობს ბაზები განალაგოს შუა აზიაში. რა გამოვა აქედან, ახლა ძნელი სათქმელია. ამ კონტექსტშია ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა ”5+3” (ანუ + სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო)