საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ ტვ “ობიექტივზე”, ჟურნალისტ მერაბ ჭიქაშვილთან საუბარში განაცხადა:
“შეიძლება, ე.წ. ფეიკები გაავრცელონ, რომ ადამიანი ეკლესიაში დაინფიცირდა და უღმერთოთა ყველა კავშირმა ჩვენს წინააღმდეგ დაიწყოს ბრძოლა. ზიარებით ინფიცირება არ მოხდება!”- აღნიშნა მეუფე სტეფანემ.
გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ აქ: “ობიექტივი“.
როგორც ცნობილია, სოროსული მასმედიის მხრიდან მიმდინარეობს ინტენსიური შეტევა საეკლესიო სიწმინდეებზე. კორონავირუსის პანდემიის მომიზეზებით, სოროსისტები მოითხოვენ, ეკლესიამ შეცვალოს ზიარების წესი ან, გარკვეული ვადით, საერთოდ უარი თქვას ტაძრებში ღვთისმსახურების აღსრულებაზე.