კიდევ ერთი ირიბი დასტური, რომ “კორონა” ამერიკული სამხედრო ვირუსია…

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ აშშ-ის ფლოტის წამყვანი ავიამზიდის, “თეოდორ რუზველტის” ბორტზე აღმოჩენილია კორონავირუსით დაავადებული 3 სამხედრო მოსამსახურე.

ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა – განაცხადა სამშაბათს, ონლაინ-კონფერენციაზე, სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტომას მოდლიმ. ეს პირველი შემთხვევაა საბრძოლო მორიგეობაზე მყოფ ხომალდზე, სამივე პირი კარანტინში მოთავსდა და უკვე გადაყვანილია გემიდან.

“თეოდორ რუზველტი” აღარ შევა პორტებში, აუცილებელი საჭიროების გარეშე – დასძინა სამხედრო საზღვაო ძალების მთავარსარდალმა მაიკლ გილდეიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებით, ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში, სწორედ ამერიკელმა სამხედროებმა შეიტანეს უცნობი კორონავირუსი, გასული წლის შემოდგომაზე.