კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 73-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9 პირი.
კვლავ უკიდურესად მძიმეა მარნეულში ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების 4 ახალი შემთხვევა სწორედ, აღნიშნულ პაციენტთან კონტაქტში მყოფებს, მის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.