გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
მონაცემების მიხედვით, დღეიდან, 21 ივლისის დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
“პრაიმტაიმი”