ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 4 პირს იკვლევენ. ისინი საეჭვო სიმპტომებით საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, ყველას მოგზაურობის ისტორია აქვს. მათი ანალიზის პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ხუთი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, აქვს მაღალი ტეპერატურა და ქრონიკული დაავადება. 70 წლის მამაკაცი ამერიკიდან დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ციური აბულაძე . მისი განმარტებით, ის გერმანიაში იმყოფებოდა. ციური აბულაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ილია ნაკაშიძის მეუღლეა.