არ ვღელავდი და არ მანერვიულებდა ეს ვაქცინაცია, სანამ ამას არ მიეცა იძულებითი სახე. არცერთი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გამიკეთებია და არც ამ ვაქცინას და მის გამოგონებას შევხვდი აღფრთოვანებით. მე არ მეხებოდა და არ მაინტერესებდა…
მაგრამ შარშან, გაზაფხულზევე, ვირუსი ახალი გავრცელებული იყო, როდესაც უკვე დაიწყეს ვაქცინების თემის შემოგდება…. ძალიან შორს ვარ იმ იდიოტური იდეისგან, რომ ვაქცინით შეყავთ ჩიპი და რაღაც სისულელე, აქ სხვა მექანიზმია…მაგრამ როდესაც იძულებულს მხდიან ავიცრა და იძულებულს იმიტომ, რომ არ მექნება მუშაობის უფლება, ვერ ვიმგზავრებ თვითმფრინავით და ასე შემდეგ, ეს უკვე ძალიან არ მომწონს….და ამაზე უკვე სერიოზული ლაპარაკი მიდის ევროპაში, ძალით აცრეს მედ.პერსონალი და სამხედრო მოსამსახურეები, პოლიცია… გართულებები ბევრია…..ლეტალური შედეგიც…
როდესაც ვიღაც იდიოტი მიხსნის, რომ ყველა წამალს აქვს უკუჩვენება, მათ ვპასუხობ – იმ წამლებს ადამიანი თვითონ ირჩევს და პასუხსაც თავად აგებს, არავინ ამუᲜათებს თუ არ დალევ და ცნობა არ გექნება, ვერსად წახვალ და ვერაფერს გააკეთებ…..(პირადად მე საბედნიეროდ არანაირ წამალს არ ვიღებ, თუ გრიპი შემხვდა მხოლოდ პარაცეტამოლს).
რესტორნები და მსავსი ადგილები დიდად არ მაინტერესებს, რადგან არასდროს ვყოფილიყარ მოყვარული, ათასში ერთხელ, ისიც გააჩნია….ყავას სიამოვნებით მივირთმევ სახლში.
არც კინო და თეატრი აღარაა საინტერესო, რადგან ბოლო ათი წლის განმავლობაში ღირებული აღარაფერი შექმნილა, ძველ ფილმებს და სპექტაკლებს ვუყურებ სახლის კინოთეატრში….
საგამოფენო დარბაზებიც ჩაიკეტება ჩემთვის, თუმცა ბევრი რამის ნახვა მოვასწარი და ამასაც ავიტან…
ორ კვირიანი შვებულების გატარება მინდა სადმე მშვიდ ადგილას, ყველა სასტუმრო აცრასთან ერთად მთხოვს ტესტს 72 საათით ადრე გაკეთებულს….
(თან გვეუბნებიან არაა სავალდებულოო, მაგრამ.)..
სექტემბრიდან მკაცრდება წესები, ავიაკომპანიები მეუბნებიან, რომ ამ წუთისთვის ტესტირება საკმარისია, მაგრამ შემდეგ არ ვიცით როგორ იქნებაო….
მაინტერესებს, აი ისინი, ვინც ღლიცინებთ ჩიპებზე და რაღაც სისულელეებზე, თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ჩემი და ჩემნაირების უფლებები ირღვევა აბსოლუტურად? თუკი ყველა წესს ვიცავ, თუკი აქამდე არ შემხვედრია ვირუსი, რატომ უნდა ავიცრა იძულებით? (თან ექსპერიმენტული ვაქცინით, რომელსაც თავადვე აღიარებენ რომ ექსპერიმენტულია).
ვინც ამას ნებაყოფლობით იკეთებს, ეს მისი უფლებაა, ჩემი უფლებები სადაა ამ დროს? სად? გგონიათ მე ჩემი თავი არ მიყვარს, ან ჩემი ოჯახი? რატომ გგონიათ რომ მხოლოდ თქვენ, ვინც აცრის მომხრე ხართ, გაგაჩნიათ პასუხისმგებლობა და სხვა უტიფარია?
ნანა რეხვიაშვილი