ერთმა საშუალო ასაკის ალბათ მამაკაცმა, ამ სიტყვის სტანდარტული გაგებით, აღშფოთება გამოხატა მიშელთან დაკავშირებით ჩემს შენიშვნებზე!
”რა სჭირს მიშელს ჩვენი საღლიცინოო…”
(ვერ გაერკვია კრიტიკული ტექსტის არსში!
მიშელი უფრო ფასეული მიაჩნია, ვიდრე თანამემამულის აზრი, – სტანდარტული დევიაცია გონებისა!)
თან ჩემითაც აღშფოთდა,
რა გრაფომანია გჭირს, ყველაფერზე წერ, –
იცით თუ არ იცითო! ?
საბჭოთა პერიოდის ბოღმანარევი წარუმატებელი ტიპები, შენიღბულნი ”დასავლურ ორიენტაციაში” – პრიმიტიული ეპიგონები და კონიუნქტურის მსხვერპლნი!
ტექსტის გაგების უნარი რომ დაკარგვიათ;
ვერ წარმოუდგენიათ, ადამიანი როგორ შეიძლება ფართო თვალთახედვიდან უყურებდეს მოვლენებს და შეეძლოს სხვადასხვა სფეროს მოვლენების სინთეზი და კრიტიკული ანალიზი.
ამ და ამნაირ ადამიანებს შევახსენებ, რომ ამისათვის მარტივი რამ არის საჭირო:
(ა) თითქმის 50-წლიანი არანორმალური ინტენსიური გონებრივი მუშაობა
(აქედან ნახევარი არანორმალურად დაწინაურებულ, ძალზე კონკურენტულ, ხისტ და პროფესიულად დაუნდობელ სფეროში),
დღე-ღამეში 16-20 საათის განმავლობაში, მუდმივი რეფლექსია და
(ბ) პროფესიული წესიერება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც არანაირი სიბრიყვის, უმეცრებისა და იდეოლოგიური გახრწნილების წინაშე არ იხევს უკან, რაც განაპირობებს გააზრებულისადმი საჯაროდ გამოტანილის მიმართ პასუხისმგებლობას.
სულ ესაა!
p.s.
არასდროს არაფერი დამიწერია, ღრმად გააზრეული რომ არ მქონდეს! არასდროს!
არც არასდროს დავწერ, თუმცა, ახლა უკვე იმდენს ვეღარ ვმუშაობ – მხოლოდ 12-16 საათი.
მადლობა ყველას!