შვილს დანით გამოეკიდნენ და დედამისი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ მარნეულში შუა ხნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს.

კამათი კაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაი შემდეგ დაიწყო და მერე დაუნდობელ ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტს ერთ-ერთი მონაწილის დედაც შეესწრო. ჩხუბის დროს შვილისთვის მოქნეული დანა სწორედ მას მოხვდა.

“პრაიმტაიმს” თვითმხილველმა უამბო, რომ ქალი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა იგი დაჭრა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.