ტუტუცი ქალი, დამნაშავე და ხულიგანი, დასაჭერია – ნინო ბურჯანაძე თეა წულუკიანზე

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” მიკროფონის წართმევის ფაქტი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძე  ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში “კომენტარი” შეფასა:

“ის, სამარცხვინო კადრები, რომლებიც სენაკში ხდებოდა და სირცხვილი სენაკელებო და მეგრელებო, მართლა სირცხვილი..! ძალიან დიდი სირცხვილი იყო ის, რაც იმ დარბაზში ხდებოდა. 

კულტურის მინისტრი მოიქცა როგორც ტუტუცი ქალი. მოიქცა როგორც დამნაშავე და ხულიგანი. დასაჭერია და ამას ტაში დაუკრეს. “ბიძინას გაუმარჯოს” – რაც ხმამაღლა იძახეს, ვიცე-პრემიერად კი არა, პრემიერი ნომერი ორს დაარქვამენ. მე ასეთი კადრები “ნაციონალური მოძრაობის” დროს არ მახსოვს, არც მაშინ როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი და არც მაშინ, როდესაც ქუჩიდან ვებრძოდი.

თავხედობა, სისასტიკე… – ყველაფერი ეს ადრე თუ გვიან ხელისუფლების მიერ ჩადენილი ისჯება! ეს ბოლო სტადიაა, რომლის იქეთაც შეუძლებელია უკვე რამე ილაპარაკო” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში.

 

“spnews”