სინოპტიკოსების ცნობით, სამხრეთ აფრიკის 19 რეგიონში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ქალაქ კიმბერლიში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ისტორიაში პირველად ჰაერის ტემპერატურა მინუს 10 გრადუსამდე დაეცა. გარდა ამისა, რიგ ქალაქებში უჩვეულოდ დიდი თოვლი მოვიდა, ხოლო ავტომაგისტრალებზე ყინვის გამო შეზღუდულია გადაადგილება.
მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ცენტრალურ ნაწილში დაბალი ტემპერატურა ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.