დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

მოქალაქეებს აცრა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქსა და 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 120-მდე ბრიგადა.

„ფაიზერის“ პირველ დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისს განახლდა და სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა.

„ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელი იყო 16 წლის და ზემოთ ასაკის, ასევე ინფექციის დადასტურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ყველა იმ პირისთვისაც, რომელმაც კოვიდინფექცია გადაიტანა.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” 500 000 დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან საქართველოში „ფაიზერის“ მორიგ პარტიას ელოდებიან.

 

“ინტერპრესნიუსი”