დღეს პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხელახლა უყრიან

დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს უყრიან კენჭს.

ამჯერად მათ დეპუტატთა 90 ხმა დასჭირდებათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კვლავ ვერ მოახერხებენ საჭირო ხმების მიღებას, მომდევნო სესიაზ,ე ხმათა უმრავლესობით, 5 წლის ნაცვლად, 6 თვის ვადით იქნებიან არჩეულები.

კენჭისყრა უკვე ორჯერ ჩავარდა, რადგან ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა ხმათა ორი მესამედის მიღება ვერ შეძლეს.

 

“იმედინიუსი”