გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დროს მეუღლის მიერ ცივი იარაღით დაჭრილი ქალი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმების თქმით, მრავლობითი ჭრილობებით შეყვანილ ქალს, გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„ჩატარდა მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია. ჰქონდა შემავალი, მრავლობითი ჭრილობები. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს ექიმმა, რამაზ თევზაძემ.
ამავე საავადმყოფოში იმყოფება ქალის მეუღლე, მამაკაცი, რომელმაც სამი თვის შვილის მკვლელობისა და მეუღლის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.
გურჯაანის საავადმყოფოსთან პოლიცია პატრულირებს.
შემთხვევა სოფელ ვეჯინში რამდენიმე საათის წინ მოხდა. დასავლეთ საქართველოდან კახეთში ქვისლთან სტუმრად მყოფმა 24 წლის მამაკაცმა ცივი იარაღი ჯერ სამი თვის შვილი მოკლა, შემდეგ მეუღლის მკვლელობა სცადა და ბოლოს თვითდაზიანებები მიიყენა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ითვალისწინებს