საბერძნეთის დედაქალაქ ათენში სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ისინი აცხადებდნენ, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების იძულებითი ვაქცინაცია დაუშვებელია და ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ.
მსგავსი აქცია ათენში უკვე მესამედ გაიმართა.
დემონსტრაციის დროს აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
პოლიციამ შეკრებილების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
წყარო: interpressnews.ge