ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება.

– “ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კონსესუსის მიღწევას ხელი შეუშალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადება.

– “სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმების საპირისპიროდ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კონსენსუსის მიღწევას ხელი შეუშალა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ვერ აიღო და ამის გამო ჩვენ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გვიწევს. ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, გამოცდილი ადამიანი, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და იმას, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება” – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

წყარო: ptn.ge