ანრი ოხანაშვილი: იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია პარლამენტის შენობაში

 

– “იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია პარლამენტის შენობაში და ვერ ვპოულობთ” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებს.

– “დიაგნოზი არის შემდეგი – იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია პარლამენტის შენობაში და ვერ ვპოულობთ, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ოპოზიცია, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში სიცრუეში და ტყუილში აცხოვრებდა ჩვენ საზოგადოებას. ჩვენ უნდა ვუთხრათ როგორც ჩვენს, ასევე მათ ამომრჩევლებს, ბატონებო, იძებნებიან ოპოზიციური, რადიკალური ჯგუფები და ვერ ვპოულობთ პარლამენტის შენობაში. აი ეს არის დღევანდელი დღის შედეგი, ეს არის სრული ლუსტრაცია და კაპიტულაცია ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, ვინაიდან მთელი 9 თვის განმავლობაში ეს ხალხი გაიძახოდა საჯარო დებატებზე. იქიდან, როდესაც ისინი საჯარო დებატებიდან გაიქცნენ, უკვე დღეს, როცა საგამოძიებო კომისიის დასკვნას ვიხილავთ, გასულია დაახლოებით 8-9 თვე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათ ელემენტარული კონტრარგუმენტიც კი ვერ წარმოადგინეს, რომ იქნებადა ბატონმა გივი მიქანაძემ რამე არასწორი ინფორმაცია ჩაწერა დასკვნის ტექსტში” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

წყარო: newposts.ge