Energo Pro Georgia–ს ვაქცინირებულ თანამშრომლებს ლატარიაში გამარჯვების შანსი აქვთ

კომპანია Energo Pro Georgia ფულად ლატარიას ათამაშებს იმ თანამშრომლებისთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თუნდაც ერთ დოზას გაიკეთებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის წახალისების მიზნით მიიღეს.

Energo Pro Georgia  1,5 ლარიან ათ და ერთ 5000 ლარიან ვაუჩერს ათამაშებს.

ლატარია 15 ოქტომბერს დასრულდება. კომპანიაში დაახლოებით ექვსი ათასი ადამიანია დასაქმებული. რამდენმა მათგანმა გაიკეთა აცრა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გათამაშების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ ვაქცინაციაზე 300 ადამიანი დარეგისტრირდა.

თანამშრომელთა წახალისებისკენ დამსაქმებლებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოუწოდა.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ვაქცინირებულია  418.398 ადამიანი, მათგან ორი დოზით 139.289.

“სპუტნიკი”