თამარ ჩერგოლეიშვილი ბესო ზანგურთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს:
“2011 წელს, როდესაც ბატონი სტურუა ცნობილი ეპითეტით მოვიხსენიე, ბესო ზანგურიც გამოესარჩლა სტურუას – ძალიან ეგზოტიკურად მლანძღა. ცხადია 5 წამში გადამავიწყდა – ვინ იყო ზანგური, ისიც კი არ ვიცოდი და არც მეცოდინებოდა, საჯაროდ თავს რომ არ იჭრიდეს ხოლმე. მეორე დღეს ჟურნალისტები მირეკავენ, ბესო ზანგური გამხელთ, რომ თქვენი დავალებით გაიტაცეს კუს ტბაზე, ემუქრებოდნენ და “მოკლე ხელკეტებით” (მისი სიტყვებია) აწამეს, თან “უწმაწურად მაკრიტიკებდნენო” (ესეც მისი სიტყვებია, სასაცილოა და მაგიტომ მახსოვს).
თავიდან ვერც გავიხსენე, ვინ იყო ზანგური. მერე დავინტერესდი, მის კედელზე შევედი და აღმოვაჩინე, რომ იმ დროს, როცა “მოკლე ხელკეტებით აწამებდნენ” ჩემი დავალებით, რობერტ სტურუას დასალევად ეპატიჟებოდა. კიდევ უფრო ჩავეძიე და სხვა მტკიცებულებები ვიპოვე, რომ დასახელებულ დროს, კუს ტბის ნაცვლად, ორთაჭალაში მოძრაობდა. შეეშინდა, რომ მაგინა, არ დამსაჯონო და წინსწრებით დამაბრალა მისი გატაცება და ცემა. პრესას დაუძახა და ისტერიკაში იყო. ხოდა, ეგ ავადმყოფი თავისი საზომით მზომავდა ეტყობა”, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.