ზოგიერთი ტელევიზიის პოლიტიკამ ერთი სოფელის სიტუაცია გამახსენა, იქ გასათხოვარი გოგოები თურმა ასეთ რამეს ამბობენ “თუ დავთხოვდით თბილისში ხო დავთხოვდითო, თუ არა და ე გვერდითა სოფელი სად გაგვექცევაო?
(სოფლის სახელს ვერ ვიტყვი მაპატიეთ). ესე არიან ეს არხებიც, თუ გამოჩნდება ვინმე ახალი ეკლესიის წინააღმდეგ ხო კაი (ამჟამად ანა ბოდბელია ზვეზდა) თუ არა ე პეტრე, სარია და ჭყონდიდის აჯანყებულები სად გაექცევიან. თუ სხვა ცხელ-ცხელი (ტყული მართალი არ აქვს მნიშვნელობა) ამბები აქვთ ეკლესიის წინააღმდეგ, შეიძლება 3 თვე არ გაახსენდეთ ესენი, და თუ გამოელიათ, მერე ჩართავენ პირდაპირ ეთერში “აბა რას იტყვით ეკლესიაში არსებულ ვითარებაზე?” ჯერ მარტო ამით უნდა მიხვდე; არც შენ ედარდები, არც შენი ეკლესია და უბრალოდ საჭირო მომენტებში გიყენებენ რა.
კასპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ლევანი